ქართველი ისტორიკოსების ვერდიქტი: ომი სააკაშვილმა დაიწყო!

ისტორიკოსების და ეთნოგრაფების ჯგუფმა-პროფესორებმა: ოთარ ჯანელიძემ, უჩა ბლუაშვილმა, დაზმირ ჯოჯუამ, მედეა ბურდულმა, ალექსანდრე დაუშვილმა და გენერალმა გია ყარყარაშვილმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასება გადაწყვიტეს. ჯერ იყო სპეციალური სამეცნიერო კონფერენცია,რომელიც მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა. კონფერენციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. იქ წარმოდგენილ მასალები საისტორიო კრებულ „ანალებში“ დაიბეჭდა. საკითხები ისეთი კუთხით და ფორმით იყო განხილული,რომ ნიუ-იორკში არსებული გამომცემლობა „ნოვა“-ს ყურადღება მიიპყრო.უფრო მეტიც-ამერიკელებმა გადაწყვიტეს,რომ კონფერენციის მასალები ინგლისურ ენაზე დაებეჭდათ და გამოეცათ! წიგნის რედაქტორობა დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ, ლიდია ბესტმა იკისრა. ვესაუბრებით წიგნის ერთ ერთ თანაავტორს,ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს,პროფესორ ალექსანდრე დაუშვილს.

ქართველმა იტორიკოსებმა რა უთხარით ინგლისურენოვან მკითხველს? ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი?

-რა თქმა უნდა,იმ მხარემ,რომელმაც „დაგომისის ხელშეკრულება“ დაარღვია. ეს იყო სააკაშვილი! ჩვენ სადაოდ არ გაგვიხდია,რომ რუსეთმა ამ ომში აგრესორის ფუნქცია შეასრულა-დააღღვია სუვერენული საქართველოს საზღვრები და საბრძოლო მოქმედებები აწარმოა.. მაგრამ ამ ომის პროვოცირება მოახდინა სააკაშვილის რეჟიმმა! საერთოდაც,ძველი ხელისუფლება გამალებით ცდილობდა,რუსეთის მხარის მიერ დაგეგმილი პროვოკაციები თავიდან კი არ აერიდებინა,პირიქით,მათ ანკესს წამოგებოდა.2004 წლიდან 2008 წლამდე ამ მიზნით მათ ყველაფერი გააკეთეს.

ჩვენს მიერ გამოცემულ წიგნში,რომელიც სხვადასხვა ისტორიკოსის მიერ წარმოდგენილ ნააზრევს ეფუძნება-ეს მკვეთრად არის გამოკვეთილი! მაგალითად,პროფესორმა დაზმირ ჯოჯუამ ყურადღება გაამახვილა დიპლომატიის დეფიციტზე,რამაც ომის აგიზგიზება განაპირობა.თანაც,კრიზისულ დიპლომატიაში აშკარად ჩანს,რომ ჩვენი „დასავლელი მოკავშირეების“ მხრიდან არ ყოფილა არანაირი ქმედით დახმარება,რაც ომის პრევენციას ხელს შეუწყობდა. ჩემს ნაშრომში მე შევაფასე ფრანგი დიპლომატების მიერ გამოთქმული თვალსაზრისი,რომლებიც იმ პერიოდში საქართველოში კონფლიქტის განმუხტვის მიზნით ჩამოვიდნენ. ისინი წერდნენ: „გაოცებულნი დავრჩით,რომ კრიზისული პერიოდის დროს დედაქალაქში რესტორნები სავსე იყო მოქეიფე საზოგადოებით.. მოსახლეობას არანაირად არ ეტყობოდა,რომ მათი ქვეყანა ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა..“

-ბატონო ალეკო.. მსგავსი რამ ადრეც მომხდარა საქართველოში.. ვგულისხმობ პერიოდს,როცა თბილისის ცენტრში კანონიერ ხელისუფლებას „გრადებს“ უშენდა კრიმინალური ოპოზიცია.. იგივე ხდებოდა 1993 წელს,სოხუმის დაცემის წინ..

-მაინც არ შეიძლება,ასეთი დამოკიდებულება „ქართულ ფენომენად“ განვიხილოთ.თვით საფრანგეთში ხდებოდა ანალოგიური,როცა ფრანგი პატრიოტები გერმანელ ფაშისტებს ერკინებოდნენ, ვიშის რეჟიმი და მოსახლეობის ნაწილი ქეიფობდა და დროს ატარებდა.ყველა ქვეყანაში ხდება ასეთი მოვლენა მაშინ,როცა მთვრობასა და მოსახლეობას შორის ხიდია ჩატეხილი,როცა მოსახლეობას საკუთარი ხელისუფლების მიმართ უნდობლობა აქვს..

გავიხსენოთ,რომ 2008 წლის აგვისტოს ომს წინ უსწრებდა 2007 წლის ნოემბრის მოვლენები,ის გაუმართლებელი საშინაო პოლიტიკა,რომლითაც სააკაშვილი საზოგადოებას დაუნდობლად უსწორდებოდა-არბევდა,აპატიმრებდა და თრგუნავდა! ხელისუფლებისადმი უნდობლობა იმ ფატორმაც განაპირობა,რომ სამსახურებიდან დაითხოვეს და „ჩარეცხეს“ ძველი თაობის ღვაწლმოსილი ადამიანები,ხოლო ყველა ბერკეტი ხელში გამოუცდელ და ხიე შემთხვევაში გაუნათლებელ,არაკომპეტენტურ თინეიჯერებს ჩაუგეს! სამწუხაროდ,ასეთი მახინჯი პოლიტიკა დღემდე-ახალი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება. თაობებს შორის კავშირის გაწყვეტა საზოგადოების ეროზიას განაპირობებს.. ასეთი წყლულების მქონე საზოგადოება სააკაშვილმა პროვოკაციულდ,ატომური იარაღით აღჭურვილი რუსეთის წინააღმდეგ საომრად წაიყვანა.. რაღა თქმა უნდა, ამ ომის შედეგები წინასწარვე იყო განსაზღვრული!

-იმის თქმა გინდათმ სააკაშვილი რუსეთის ხელისუფლებასთან წინსწარ იყო გარიგებული?

-დიახ! ისტორიკოსების კვლევის შედეგად, სწორედ ასეთი დასკვნა იკვეთება! არამარტო მე მიმაჩნია,რომ სააკაშვილმა ფარული შეთანხმების საფუძველზე რუსეთის ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა! ქართულ პერიოდიკაში თვალსაჩინოდ არის დაფიქსირებული,თუ 2008 წლის აგვისტოს ომამდე როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ უთმობდა საკაშვილი რუსებს პოზიციებს! მართალია,“ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე ცდილობს ამის შენიღბვას,მაგრამ 2008 წლის 15 აგვისტოს,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ქრონიკაში საერთოდ არ არის ნახსენები რუსების ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა! არსებობს სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლის ჩანაწერი,რომელშიც იგი რუსებს მადლობას უხდის იმის გამო,რომ ისინი ამ კონფლიქტში არ ერევიან.. უამრავი ნიუანსი მოწმობს,რომ სააკაშვილს და რუსებს შორის მართლაც იყო ერთგვარი გარიგება,სააკაშვილი იყო ამ გარიგების იმედად,მაგრამ არ გაუმართლა.. ან სულაც,რუსებმა ჭკუით აჯობეს და გააცურეს!

მინდა გითრათ,რომ ამერიკელები სწორედ ამ მოსაზრებით დაინტერესდნენ და ჩვენი წიგნის მასალების ინგლისურად გამოცემა გადაწყვიტეს!
დიახ,ჩვენ,ქართველი ისტორიკოსები წინა ხელისუფლებას ვადანაშაულებთ საქართველოს ინტერესებით ვაჭრობაში! ნიშანდობლივია,რომ ამერიკელი მაღალი რანგის პოლიტიკოსები პერმანენტულად მიუთითებდნენ სააკშვილს,არ აყოლოდა რუსების პროვოკაციებს,თუმცა ხელისუფლებამ ფსონი მაინც პირად გათვლებზე გააკეთა, რითაც რუსული ინეტერესების განხორციელებას შეუწყო ხელი. იქნებ,ამან განაპირობა ფაქტი,რომ არც ნატოს და არც აშშ-ს ხელისუფლებას ამ ომში საქართველოს დასახმარებლად თავი დიდად არ გამოუდია. შედეგად მივიღეთ სამწუხარო ფაქტი-დავკარგეთ ისეთი დასახლებული პუნქტები და ტერიტორიები,რომლებიც აქამდე ჩვენი ქვეყნის საზღვრებში ფაქტობრივად და იურიდიულადაც შემოდიოდნენ!

წყარო

Leave A Reply

Your email address will not be published.