ქართველი მხატვრის ნამუშევარი ამერიკაში 4 500 000 დოლარად გაიყიდა

გამოცემა Huffpost Arts აქვეყნებს­ სტატიას, სადაც ქართველი მხატვარი რომან კრიხელი მსოფ­ლიოს 3 უდიდეს ფიგურატიულ ხელოვანთა შორის სახელდება.

“მსოფლიოს ცნობილი ხელოვანები დიდი ინტერესით ელოდნენ “მსოფლიოს ყველაზე მშვენიერ ქალს”. მას თანამედროვე­ “მონა ლიზაც” უწოდეს. ორიგინალის ფასი მილიონი დოლარი იყო, თუმცა კერძო აუქციონზე 4 500 000 დოლარად გაიყიდა და ყატარის სამეფო ოჯახმა შეიძინა”, – წერს გამოცემა.

ორი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვარი რომან კრიხელი გასაყიდად გამოიტანდა თავის ნამუშევარს “მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალი”, რომლის შეძენის მსურველთა შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდებოდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.