ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ოლიმპიადის ფინალშია

კანოე სპრინტში შეჯიბრი მიმდინარეობს, სადაც ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ასპარეზობს.

საერთო შედეგის მიხედვით, ნადირაძე მეორე ადგილზეა. ნადირაძე მესამე გაცურვის ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ფინალში გადავიდა.

პირველ გაცურვაში ზაზა ნადირაძემ 200 მეტრი 41.42 წამში დაფარა, საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-14 ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალი კანოე სპრინტში ხვალ, თბილისის დროით, 16:23 საათზე გაიმართება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო კანოეში პირველად ასპარეზობს.

Comments
Loading...