ქართველი პირველი პირები და მათი არაოფიციალური ქალები
ხელისუფლების უმაღლესი პირების ერთ-ერთი სუსტი წერტილი საპირისპირო სქესის ადამიანები არიან. ბუნებრივია, გამონაკლისს არც ქართველი მეფეები წარმოადგენდნენ, მათაც ჰქონდათ ეს სისუსტე, თუმცა ზოგს მეტად, ზოგსაც – ნაკლებად.
მაგალითად, ისტორიულად ცნობილი ფაქტია (შემდეგ ეს გიორგი მერჩულემ აღწერა თავის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმობეში – “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”), რომ შემდგომში წმინდანად შერაცხულ აშოტ კურაპალატს, “ზნეკეთილ მეფეს”, “გარდარეული სიყუარულით” შეუყვარდა ერთი ქალი, დაივიწყა ღირსებაც, პატივიც, მოვალეობაც ღვთისა და ერის წინაშე და დედოფლისთვის აღდგენილ არტანუჯის სასახლეში მიიყვანა იგი. ღირსმა გრიგოლ ხანძთელმა შეიტყო “საქმეჲ იგი სულისა განმხრწნელი”, “შეწუხდა ფრიად”, ეახლა მეფეს და ამხილა მისი უღირსი საქციელი. შეცბუნებულმა აშოტმა აღუთქვა განტევება ქალისა, მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულა, “რამეთუ დაემონა გულის-თქუმასა”. ღირსმა გრიგოლმა აშოტ კურაპალატის დაუკითხავად დედაკაცი სასახლიდან წაიყვანა და მერეს დედათა მონასტერში წინამძღვარ თებრონიას მიჰგვარა. მეფემ დედა თებრონიას ქალის გაშვება სთხოვა: მონაგები ჩვენი მის ხელთ არისო. დედა თებრონიამ მკაცრად შეახსენა მეფეს, “მიზეზებად მიზეზთა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა”. ხორციელად ძლიერმა ხელმწიფემ თავი დადრიკა “სულით ძლიერი” დედის წინაშე და ოხვრით წამოსცდა: “ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს”. ღვთისმოშიშმა მეფემ, რომელსაც “მამხილებელად აქუნდა თჳსი გონებაჲ” ძლია მის პირად გრძნობებს და კეთილგონიერად გააგრძელა ქვეყნის მართვა.
კიდეც. ყივჩაღები იმ დროინდელ კავკასიაში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ, რაც კარგად უწყოდა დავითმა და ეს ყველაფერი საქართველოს სასარგებლოდ გამოიყენა კიდეც. ნაკლებ სავარაუდოა, რომ დავითს განსაკუთრებული სიყვარულის გამო შეერთოს გურანდუხტი, ეს უფრო პოლიტიკურ ნაბიჯს გავს, ვიდრე გამიჯნურებული მეფის ქცევას. რაც შეეხება დავითის შვილების უცხო ქვეყნებში გათხოვებას, ამ შემთხვევაში პირიქითაა საქმე. ამ ქვეყნებს საქართველო ესახებოდათ ძლიერ მოკავშირედ და შეიძლება ითქვას, მფარველადაც კი.
პირველი მმართველი ზვიად გამსახურდია იყო, რომელიც მეუღლის ერთგული გახლდათ და ჭორის დონეზეც კი არ თქმულა მისი არაკანონიერი სიყვარულის შესახებ.
ჟურნალ “გზასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ის ედუარდ შევარდნაძეს ასე იხსენებდა: “მასთან 10-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა მაკავშირებს. რომ გავიცანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ცოლ-შვილიც ჰყავდა. არ დაგიმალავთ და, ერთ დროს ძალიან საინტერესო ქალი ვიყავი… არასდროს მავიწყდება, ერთხელ რომ გამომიარა შინ, დაჯდა სავარძელში (რუმინული ავეჯი მქონდა) და მითხრა: იცი, სახლიდან უნდა წამოვიდეო. შევიცხადე: რას ამბობთ, ედუარდ ამბროსის ძევ-მეთქი?! – ვერასდროს ვეძახდი “ედიკს”, არ შემეძლო. ყოველთვის თქვენობით ველაპარაკებოდი. არ ვიტყუები, გეფიცებით, მართლა არ შემეძლო. რაღაც ზღვარს ვერ ვაბიჯებდი… და ვუთხარი: თუ თქვენ ოჯახიდან წამოხვალთ, ჩვენს ურთიერთობას წერტილი დაესმება. სხვისი ოჯახი არასდროს დამინგრევია და არც არასდროს მივცემ თავს ამის უფლებას, როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ-მეთქი. გაცოფდა. მაშინვე წამოხტა და გაიქცა…” –
სოფო რუსეთში მოღვაწეობდა, საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში დედასთან ერთად დაბრუნდა და წარმატებული რუსული კარიერა მიატოვა. ის თავიდანვე გახდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი მომღერალი, სოფო მღეროდა ყველა სამთავრობო კონცერტზე. შოუბიზნესის კულუარებში მასთან დაახლოებული პირებიც კი იმის შესახებ საუბრობდნენ, რომ მასშტაბური ღონისძიებები ნიჟარაძის გამო კეთდებოდა, იდგმებოდა მიუზიკლები, სპექტაკლები, იყო დუეტები მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან და ა.შ.
სხვათაშორის, ნიჟარაძესა და სააკაშვილზე სკანდალები არც ამ უკანასკნელის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ დასრულებულა. 2014 წლის გაზაფხულზე სოფო ნიჟარაძე საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკაში მომღერალი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, თუმცა აღნიშნული ჭორი მომღერალთან დაახლოებულმა პირებმა არ დაადასტურეს. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ნიუ-იორკის ლინკოლნის ცენტრის ფესტივალზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელსაც სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ესწრებოდა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა საყვარელ მომღერალს სიურპრიზი გაუკეთა და ნიუ-იორკში სახლი უყიდა. ბინა, რომელიც სააკაშვილმა ნიჟარაძეს აჩუქა, მანჰეტენზე 42-7 ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ნიჟარაძის ახლობლის განცხადებით, სააკაშვილმა საცხოვრებელ ბინაში 2 მილიონი დოლარი გადაიხადა. ეს ამბავი მომღერალს უპასუხოდ არ დაუტოვებია, მან აშშ-ში საკუთარი საცხოვრებელი ბინის ფოტო გამოაქვეყნა და სოციალურ ქსელში დაწერა: “ეს არის ის “ორ მილიონიანი” 15 კვადრატული მეტრის ოთახი, სადაც ამჯერად ვიმყოფები ამერიკაში. ერთი პატარა სტუდიოა, ერთ ჩვეულებრივ სახლში, რომელსაც ვქირაობ! თუმცა, ალბათ, ის თანხა, რომელიც ამ აბსურდული სტატიის შეკვეთაში და “სიცრუის აჟიტირებაში” გადაიხადეს, ნამდვილად მაცხოვრებდა ერთი წელი უდარდელად, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში”.
წაიკითხეთ: 4 სკანდალი, რომელიც სოფო ნიჟარაძის სახელს უკავშირდება
რაც შეეხება ახლანდელ პრეზიდენტს, მან როგორც თავადვე განაცხადა, “ძალიან მდიდარი” სექსუალური ცხოვრება ჰქონია და მომავალშიც ექნება. ასეთი კომენტარი გიორგი მარგველაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ტალღის შემდეგ, არასამთავრობოებთან შეხვედრისას გააკეთა.
“სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია ძალიან მდიდარი და მექნება მომავალში,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილისთვის მაკა ჩიჩუა მეორე ოფიციალური ცოლია. მას პირველ მეუღლესთან ტასო ვირსალაძესთან ყავს ქალიშვილი ანა. მა ჩიჩუამდე მის ცხოვრებაში სხვა ქალიც იყო. შემდეგ კი წყვილი ერთმანეთს შვილების, მაშო ჩიჩუას და ანა მარგველაშვილის მეშვეობით დაუახლოვდნენ ერთმანეთს. გოგონები ბავშვობიდან მეგობრობენ, ერთმანეთთან ხშირად რჩებოდნენ და მაკას და გიორგის სასიყვარულო ურთიერთობაც სწორედ აქედან დაიწყო.
მარგველაშვილის აქტივობებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მისთვის ოჯახი და საკუთარი მეორე ნახევარი უმთავრესია, სწორედ ამიტომაცაა, რომ პრეზიდენტის სასიყვარულო ურთიერთობაზე არავითარი ჭორი არ გავრცელებულა. წყვილი პატარა შვილთან – თემოსთან ერთად ძირითადად დუშეთში ცხოვრობს და ოფიციალურ შეხვედრებზეც ძალიან ბედნიერად გამოიყურება ერთად.
AMBEBI.GE