ქართველმა ექსპერტებმა ვან დეიკის ნახატი “თვალით” შეამოწმეს

ფლამანდრიელი ვან დეიკი საქართველოში თითქმის ყველაზე ცნობილი მხატვარი გახდა. ქართულ ინტერნეტში ბოლო ორ კვირაში ვან დეიკის ძებნის რაოდენობამ რამდენიმე ათეულ ათასს მიაღწია, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევრად კრიმინალურ ისტორიაში, რომელიც მის ტილოს უკავშირდება, 14 მილიონი დოლარია ნახსენები.

ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია თურქეთში, სადაც მითიური სცენა საქართველოდან ოფიციალურად გატანის შემდეგ ჯერ გაქრა, შემდეგ ის 14 მილიონ დოლარად უნდა შეეძინა მყიდველს, რომელიც თურქმა ექსპერტმა დაარწმუნა, რომ ნამუშევარი სწორედ ბაროკოს ეპოქას და ვან დეიკის ფუნჯს ეკუთვნოდა.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ექსპერტები ამბობენ, რომ საკუთარი თვალის გარდა სხვა იარაღი არ გააჩნიათ. ექსპერტების განცხადებით მთელს ამიერკავკასაიში ერთი ლაბორატორია მაინც უნდა არსებობდეს, რომ ნამუშევრები უფრო ზუსტად შეაფასონ.

Leave A Reply

Your email address will not be published.