ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

აჭარის პოლიციამ 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 3 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ

ახალსოფელში, ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა თურქეთის მოქალაქეს, 1967 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-15 წლამდე.

Comments
Loading...