ქავთარაძის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).

მომხდართან დაკავშირებით, სხვა დეტალებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

მკვლელობის მოტივს გამოძიება დაადგენს.

Comments
Loading...