ქეთევან ბაკარაძემ მ. იაშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი გალში დაბადებული ბენეფიციარი მოინახულა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ესტუმრნენ, სადაც გალში დაბადებული ერთი თვის ბენეფიციარი ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას გადის.

ჩვილ ბავშვს 13 მარტს თბილისში,იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში თავის ტვინისა და ხერხემლის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ბენეფიციარი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იგი მ. იაშვილის კლინიკის მაღალკვალიფიციური მედპერსონალის დამსახურებით სრულიად ჯანმრთელია.

სტუმრობისას ქეთევან ბაკარაძემ და მაკა ონიანმა იაშვილის კლინიკის მთავარ ექიმსა და მედპერსონალს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კლინიკა აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბენეფიციარებს, რეფერალური პროგრამის ფარგლებში უფასოდ ემსახურება.

IMG_5919

IMG_5954

Comments
Loading...