ქეთევან ჯაყელი: ”მე და საზოგადოების” სასწავლო პროგრამაში შეტანა დაუშვებელია

„რომელსიტყვაშიცგანისწავლებაკაცი, იმსიტყვისთვისებასიძენს, თუმცვერხედავენამასგამოუცდელნი“წმ. პეტრე დამასკელი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს“ ხელშეწყობით 2015-2016 წლებში უნდა დაწყებულიყო ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ სწავლება, რომელიც გათვლილი იქნებოდა მე-3, მე-4 კლასის ბავშვებზე, საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით კი საპატრიარქოს განათლების ცენტრის,უარყოფითმა დამოკიდებულებამ შეაფერხა ამ საგნის სკოლებში შეტანა, თუმცა განათლების სამინისტროში ეს თემა კვლავ აქტიურად განიხილება.
ზემოაღნიშნული საგანი დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში აპრობირებული პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სრულიად ახალი მოდელის შექმნას.
ანალოგიური მიზნებით ემსახურება კარგად შეფუთული საგანი „მე და საზოგადოება“ , რომელიც უპირისპირდება რელიგიურ, კულტურულ და ეთნიკურ ტრადიციებს.
განათლების სამინისტროს აღნიშნული ინიციატივა არის მოზარდ თაობაში უზნეობის ხელშეწყობის მაგალითი..
განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური, აცხადებს, რომ „მე და საზოგადოების“ ძირითადი მიმართულებებია პიროვნული განვითარება თუმცა რეალურად საგანი ემსახურება მოზარდის პიროვნების არასწორ, დამახინჯებულ ფორმირებას. საგანში განხილულია თემები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის ოჯახისგან დისტანცირების და გაუცხოების ფაქტორს. წიგნში შეიცავს თავს სახელწოდებით „რელიგია და რწმენა”, რომელიც მოზარდებსრელიგიაზე არასწორ დამოკიდებულებას უყალიბებს, დაკნინებულია მართლმადიდებლობა და არაა განსაზღვრული ის თუ, რომელი რელიგიაა ქვეყანაში დომინანტური.
საგანი „მე და საზოგადოება“ ბავშვისცნობიერებაში მიზანმიმართულად ლექავს აზრს, რომ ზნეობრივი შეზღუდვები ჩამორჩენილობის ნიშანია , ხოლო გარყვნილი ცხოვრება და ასეთი ცხოვრების წესის პროპაგანდა ნორმალურია. როდესაც ესა თუ ის მცდარი იდეოლოგია ადამიანს იპყრობს,ის ამ იდეოლოგიის მსახური და გამავრცელებელი ხდება. საგნის მთავარ მიზანიც სწორედ ესაა:- ახალ თაობაში გაანადგუროს ეროვნული ცნობიერება, ხელი შეუწყოს მოზარდების ფსიქიკის არასწორ ფორმირებას და საბოლოდ ჩამოაყალიბოს უსქესო ადამიანი, რომლისთვისას სულერთი იქნება საკუთარი რწმენა, ეროვნება და ოჯახი.
იმის გამო,რომ კარგად შენიღბული საგნის რეალური დანიშნულება არ გამხდარიყო ცნობილი, განათლების სამინისტრომ დაარღვია საჯაროობის პრინციპები და ფართო საზოგადოებისთვის, საგნის შინაარსი უცნობი დატოვა. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საზოგადოების მხრიდან არ არსებობს სოციალური დაკვეთა სასკოლო პროგრამაში ამ სტანდარტების ამოქმედებისა. ამის მიუხედავად განათლების სამინისტროს მყარად აქვს გადაწყვეტილი სასკოლო პროგრამაში შეიტანოს „მე და საზოგადოება“ ისე რომ ამ საგანთან დაკავშირებით, არცერთი მშობლის აზრი და დამოკიდებულება არ აქვს მოსმენილი.
აუცილებელია საგნის დეტალები ცნობილი გახდეს , რაც დარწმუნებული ვარ მშობლების დიდი პროცენტის უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევს!
მოვუწოდებ „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს“ წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი ქ-ნ თამარ სანიკიძეს შეწყვიტონ ამ საგნის სკოლებში შეტანაზე მსჯელობა და „ახალი ჯიშის ქართველების“ შექმნაში მონაწილეობის მიღება!
წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა“ დაიწყებს ამ საგნის წინააღმდეგ ბრძოლას! მშობლებს ავუხსნით საგნის რეალურ დანიშნულებას, შევუერთდებით მათ და ერთად დავიცავთ ბავშვების უფლებებს საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გათვალოსწინებული პირობებით!

მე, როგორც საზოგადოების წევრი და მომავალი დედა ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხელი შევუწყო იმ ჯანსაღი გარემოს ფორმირებას, რომელშიც უნდა გაიზარდონ ჩემი შვილები! საქართველო არაა ის ქვეყანა, სადაც ასე მარტივად შეიძლება შეცვალო ეროვნული ცნობიერება და დააკნინო ოჯახის ცნება!
მოვუწოდებ ყველას, ვისაც გული შესტკივა ქვეყნის და მომავალი თაობების ბედზე, შემოგვიერთდით, რათა დავიცვათ ქართველობა!

Leave A Reply

Your email address will not be published.