ქეთევან კიკნაძე: მივმართავ მთაწმინდის რაიონის გამგებელს, არ თქვათ, რომ არ წაგიკითხავთ

რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე მთაწმინდის რაიონის გამგებელს მიმართავს.

როგორც ქეთევან კიკნაძე სოციალურ ქსელში წერს, პაოლო იაშვილის სახლი ინგრევა და სადარბაზოა გასარემონტებელი.

„მივმართავ მთთაწმინდის რაიონის, კერძოდ,სოლოლაკის გამგებელს! გთხოვთ გაგვირემონტოდ სადარბაზო, აქ გიგა ლორთქიფანიძის სახლ- მუზეუმია,სულ სამი მაცხოვრებელია და სამი სართულია. არ თქვათ, რომ არ წაგიკითხავთ.

მისამართი: პაოლო იაშვილის 7 ნომერი. ეს პაოლო იაშვილის სახლია, რომელიც ინგრევა. პატივისცემით, ქეთევან კიკნაძე-ლორთქიფანიძე“, – წერს მსახიობი.

Comments
Loading...