„ქეთო და კოტე“, ვერის უბნის მელოდიები-არ იყო მოსაწვევებიით?“ არავის დავუპატიჟებივარ ხმა არ გამიღია

„ეკა ხოფერიას თოქ-შოუ“, თბილისის ოპერისა და ბალეთის თეატრის გახსნასთან დაკავშირებულ კრიტიკას მიეძღვნა. კრიტიკის განხილვის ერთ-ერთი თემა მოსაწვევები იყო.

ჟურნალიტმა სოფო კილასონიამ აღნიშნა, რომ ის იყო დაპატიჟებული სპექტაკლის პრემიერაზე, თუმცა პროტესტის ნიშნად არ წავიდა. რაც შეეხება იმ მიზეზს, რამაც მასში პროტესტი გამოიწვია, კილასონიამ საზოგადოების ჯგუფებად ზემდგომად ელიტების გამოყოფის მცდელობა დაასახელა. „ღიად იყო ნათვამი, რომ წარჩინებულ ქართველთა შთამომავლები დაპატიჟეს“, – ამბობს კილასონია.

ჟურნალისტის ამ ნათქვამს მომღერალი ირმა სოხაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის შემდეგ, ყველა საუბრობდა წვრილმანზე და ყველაზე მთავარი, უსამათლოდ მიიჩქმალა.

ამაში მომღერალმა საგნის კარგად არმცოდნე მედია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არ შეიძლება ჟურნალისტი მივიდეს „აბესალომ და ეთერის“ გასაშუქებლად და არ იცოდეს აბესალომის როლის შემსრულებელი… რაც შეეხება საკითხს „პარტიულ ელიტას“ სოხაძემ განაცხადა, რომ ის არანაირ პარტიულ ელიტას არ მიეკუთვნება. ამასთან მომღერალმა 9 წლის განმავლობაში არსებული ზარ-ზეიმით გახსნილი პრემიერები და პრემიერის მიღმა დარჩენილი საზოგადოებაც გაიხსენა – „ქეთო და კოტე“ არ იყო მოსაწვევებიით? „ვერის უბნის მელოდიები არ იყო მოსაწვევებიით?“ არავის არ დავუპატიჟებივარ და ხმა არ ამომიღია“, – განაცხადა სოძაძემ და ჟურნალისტ სოფო კილასონიას მიმართა: „მე ახლა გავიგე თქვენი პროტესტი, მაშინ რატომღაც არ გამიგია“. რაზეც კილასონიამ უპასუხა, რომ ვერც გაიგებდა, ვინაიდან ის იმ პერიოდში თავის პროტესტს სოციალურ ქსელ „ფესბუქში“ გამოხატავდა მომღერალი კი „ფეისბუქით“ არ ინტერესდება.
წყარო: imedi.ge

Comments
Loading...