ყაბარდო–ბალყარეთში “ისლამური სახელმწიფოს” მოკავშირეები აიყვანეს

ისლამური სახელმწიფოს მოკავშირეების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა ყაბარდო–ბალყარეთში. სამართალდამცველებმა მებრძოლების კვალს ნალჩიკის მახლობლად, ტყის მასივში მიაკვლიეს.

შეტაკების შედეგად სპეცრაზმელებმა 11 ეჭვმიტანილი მოკლეს. გამოძიება მათ ვინაობას ჯერჯერობით არ ახმაურებს, თუმცა გავრცელებული ცნობით, ისინი ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები იყვნენ, რომლებმაც ისლამურ სახელმწიფოს ერთგულება გამოუცხადეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.