ყაჩაღობა ბათუმში – წაღებულია 150 ათასი ლარი

ბათუმში სუპერმარკეტების ქსელ “იალჩინის” ბუღალტერს გვიან ღამით თავს დაესხნენ და გაძარცვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 150 ათასი ლარი გაიტაცეს. შემთხვევა “იალჩინის” კუთვნილ საწყობის ფართთან ახლოს, ადლიის დასახლებაში მოხდა.
საწყობიდან გამოსული ბუღალტერის ავტომანქანა შეაჩერეს და შეიარაღებულმა პირებმა ფული გაიტაცეს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ეს უკვე სუპერმარკეტზე ყაჩაღობის მეორე შემთხვევაა.
შეგახსენებთ, 31 დეკემბერს, იალჩინში მდებარე სავალუტო ჯიხური სანტას ფორმაში გადაცმულმა მძარცველმა დააყაჩაღა და გაიტაცა 60 ათასამდე ლარი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

EXCLUSIVENEWS.GE

Leave A Reply

Your email address will not be published.