ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი მოქალაქეა დაკავებული

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეზე მოტყუებით გაასაღა 2 400 აშშ დოლარის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Comments
Loading...