ყარალაშვილი: მომეწონა ყველა GIF, “მის სამყარო” რომ გავმხდარიყავი, ასე მაინც ვერ ავალაპარაკებდი საქართველოს

„მის საქართველო 2015“ ნუკა ყარალაშვილი „მის სამყაროს“ კონკურსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს:

„უღრმესი მადლობა ყველას თანადგომისთვის, ნდობისთვის და სიყვარულისთვის. ვაფასებ თქვენს გვერდით დგომას, რასაც ამ ეტაპზე მხოლოდ სიტყვებით გამოვხატავ.

ყველაფერი გავაკეთე საქართველოს კარგად წარსადგენად , მართალია შედეგი არ იყო ის რასაც ქართველი ერი იმსახურებდა, მაგრამ მოვა დრო, როცა მოგვცემენ შანს,რეალურად ვიბრძოლოთ ამ ტიტულისთვის.

P.S მომეწონა ყველა GIF რაც “ყარალაშვილი ჯორჯიას” მოჰყვა და ალბათ “მის სამყარო” ,რომ გავმხდარიყავი ასე მაინც ვერ ავალაპარაკებდი მთელ საქართველოს“, – წერს ყარალაშვილი.

ფილიპინებში, „მის სამყარო 2016“-ზე საქართველო სწორედ ნუკა ყარალაშვილმა წარადგინა. სილამაზის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა.

„მის სამყარო 2016“-ზე, ერთ-ერთ საჩვენებელ შოუზე, ქართველი მონაწილის გამოსვლის ამსახველ ეპიზოდს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რეზონანსი მოჰყვა.

Comments
Loading...