„ყავარჯნიანი კაცი ამ ავაზაკებს ჰყავდათ დაქირავებული ამ საზიზრობის გასაკეთებლად და უხდიდნენ 35 ლარს“

სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ კადრებთან დაკავშირებით, წამებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში მსჯავრდებული კობა თოდუას მეუღლე სოციალურ ქსელში წერს, რომ თოდუა უდანაშაულოა და ეს ექსპერტიზამაც დაამტკიცა.

მან საქმესთან დაკვშირებით, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის კითხვის პასუხად, კომენატრებში დაწერა. ჟორჟოლიანმა იმ ყავარჯნიანი კაცის შესახებ იკითხა, რომელიც ძალადობის ამსახველ კადრებში ჩანს.

„მე ვარ დავით ნარმანიას ბიძაშვილის კობა თოდუას მეუღლე და დღეს სასჯელს ვიხდით უსამართლოდ. დიახ მე არ მეშინია ჩემი ვინაობის გამხელის, რადგან ვარ უდანაშაულო. ექსპერტიზამაც კი დაამტკიცა, რომ კობა არ ჩანს აუდიო და ვიდეო ჩანაწერზე, 10-დან 8 მოწმე ამტკიცებდა, რომ თოდუა არ მონაწილეობდა ამ საზიზღრობაში. მაგრამ ცრუ ჩვენება ვინ მისცა – ბალოიანმა, რომელიც თვითონ აწამებდა ხახლს, ხვიტიამ, რომელიც ასევე დამნაშავეა. ყავარჯნიანი კაცი არ იყო თანამშრომელი, ის აი ამ ავაზაკებს ჰყავდათ დაქირავებული ამ საზიზრობის გასაკეთებლად. უხდიდნენ 35 ლარს.
2 – ჯერ პრესკონფერენცია მოვაწყვე, მაგრამ არავინ არ გააშუქა. გარდა ამისა არასამთავრობო ორგანიზაციებს მივმართე, სადაც მოვითხოვდი საქმეში არსებულ დარღვევებზე რეაგირებას, მაგრამ არ მოინდომეს. მარტო 2 ადამიანი არ არსებობს, კიდევ ბევრი ადამიანი დადის დაუსჯელი, ისეთები ვისზეც დაზარალებულები საუბრობდნენ,.
გარდა ამისა, ბალოიანი დაკავებულიც არ ყოფილა, ხოლო ხვიტიას და შონიას მხოლოდ 2 წელი მიესაჯა საპროცესო გარიგებით. ხვიტია, რომელიც ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე ჩანს კადრებში. პროკურატურას უნდოდა სისტემური ყოფილიყო, მაგარამ მტკიცებულების არ ქონის გამო, ეს ფაქტი გამოირიცხა.
ჩვენ ვიყავით მომხრე, სასამართლო პროცესები ღია ყოფილიყო, მაგრამ პროკურატურამ მოითხოვა დახურვა, რადგან დაზარალებულების უფლებებს ვიცავთო. მერე რაც მოხდა, ვისი უფლებები დაიცვეს, როცა ეს კადრები საჯარო გახდა, რისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი, უკვე ნათელია“
, – წერს თოდუას მეუღლე.

Comments
Loading...