ყაზბეგში იუსტიციის სახლი გაიხსნა

400-მდე სახელმწიფო სერვისის კომფორტულ გარემოში მიღება დღეიდან ყაზბეგშიც იქნება შესაძლებელი − იუსტიციის სახლი ყაზბეგში უკვე გახსნილია. ყაზბეგის იუსტიციის სახლი საზეიმოდ იუსტიციის მინისტრმა გახსნა.

ყაზბეგში იუსტიციის სახლის მშენებლობის ინიციატივა თეა წულუკიანს ეკუთვნის. ინიციატივის მიზანი მაღალმთიანი და საზღვრისპირა რეგიონის მოსახლეობისათვის სწრაფი და კომფორტული სახელმწიფო სერვისების შეთავაზებაა, რათა 400-მდე მომსახურების მიღება ყაზბეგელებისთვისაც ისეთივე მარტივი და კომფორტული იყოს, როგორიც საქართველოს დიდ ქალაქებში მცხოვრებთათვის არის.

იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ბიზნესსექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ყაზბეგის მცხოვრებნი. ღონისძიება საზეიმო სანახაობით დასრულდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.