“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორშაბათს, 8 მაისს, 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირი №37-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. ამის შესახებ ინფორმაციას “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს

მათივე ცნობით, გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.

Comments
Loading...