ყინვის შედეგად გაგარინის მოედანზე წყლის მილი გასკდა (ფოტო)

თბილისში, გაგარინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. დღეს დილით, დაახლოებით 6:30 საათზე, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, ავარიულად დაზიანდა ჟვანიას (გაგარინის) მოედანზე გამავალი წყალსადენის 1000 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური მილდენი. ამ დროისთვის მაგისტრალის აღსადგენად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ცალმხრივად შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.

Leave A Reply

Your email address will not be published.