ყიფშიძის ქუჩაზე სროლა იყო – რამდენიმე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ პროფილაქტიკაში სროლა იყო. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, დამნაშავე კალაშნიკოვით ისროდა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი დაშავდა, თუმცა დაჭრილები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი დაჭრილი პროფილაქტიკის თანამშრომელია, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პროფილაქტიკაში მისულ მამაკაცს ხელოსანმა განუცხადა, რომ არ ეცალა და დაცდა და რიგის დაკავება სთხოვა.

წყარო: გარდიანი

Comments
Loading...