ყოფილ კარვების ქალაქში, მოსკოვის პროსპექტზე 2 ადამიანი ყინვისგან გარდაიცვალა

მოსკოვის პროსპექტზე, ღია ცის ქვეშ დარჩენილებიდან ძლიერ ყინვას და გაუსაძლის პირობებს, ბოლო დღეების განმავლობაში, ორმა ადამიანმა ვერ გაუძლო. იმ ადგილას სადაც ადრე თავშესაფარი არსებობდა დღეისათვის ამ დრომდე 6 ადამიანი რჩება, თუმცა კარვები აქ უკვე აღარ არის. ადგილზე მყოფი მიუსაფარი ადამიანები აცხადებენ რომ ბოლო დღეების განმავლობაში ყინვისგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან ბენეფიციართა სიაში მხოლოდ ერთი იყო, რომელმაც თავშესაფარში გადასვალზე უარი თქვა და ადგილზე საკუთარი სურვილით დარჩა.
მიუხედავად იმისა რომ ლილოს დასახლებაში მიუსაფარი ადამიანებისათვის თბილისის მერიამ 250 ადგილიანი კაპიტალური საცხოვრებელი ააშენა, მიუსაფარ ადამიანთა ნაწილი უარს ამბობს, ახალ შენობაში გადასვლაზე და ისინი კვლავ ღია ცის ქვეშ მოსკოვის პროსპექტის ე.წ. ყოფილი კარვების ქალაქში რჩებიან, რომლის ტერიტორიაც ფაქტიურად ნაგავსაყრელადაა ქცეული.

წყარო

Comments
Loading...