“ყოფილი კომუნისტის ასეთი შეფასება მათ ეპოქაში გაკეთებულ განცხადებებს მაგონებს!”

“რეფორმატორების” აღმასრულებელი მდივანი ნინო ჩარკვიანი თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის რიმა ბერიძის განცხადებას გამოეხმაურა.

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, როდესაც მე და ქალბატონი რიმა ბერიძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვიყავით, კარგად მახსოვს მისი ხალხისთვის მიცემული დაპირებები. ვწუხვარ, რომ ჩუღურეთს ჰყავს მაჟორიტარი, რომელიც მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს! 1.18 თეთრი ერთი დღის განმავლობაში როგორ შეიძლება იმყოფინოს ადამიანმა კალორიული საკვებისთვის, იქნებ რეცეპტიც გაგვანდოს. ყოფილი კომუნისტის ასეთი შეფასება მათ ეპოქაში გაკეთებულ განცხადებებს მაგონებს!” -აცხადებს ნინო ჩარკვიანი

Leave A Reply

Your email address will not be published.