“ყველა იყო საქართველოს და რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლების გარდა”

ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო” ნათქვამია. საფიქრებელია, უნდა ვამბობდე თუ არა ამ რეალობას, მაგრამ მე მომხდარს გიამბობთ და განსჯა თქვენთვის მომინდია.

როგორც უმრავლესობას მოგეხსენებათ, ამ დღეებში შვეიცარიაში მიმდინარეობს დიდი და წმიდა საერთომართმადიდებელი კრების მოსამზადებელი სამუშაოები, რომელსაც თითქმის ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქები ესწრებიან.

დღეს, ბოსეს ინსტიტუტუში (სადაც ამჟამად ვსწავლობ) გაიმართა საპატიო ვახშამი პატრიარქთათვის და მათი დელეგაციებისათვის. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ინსტიტუტში სწავლობდა მსოფლიო პატრიარქო ბართლომეოსი, მიტროპოლიტი ზიზიულასი და სხვა ათობით მართმადიდებელი მღვდემთავარი. ამ ინსტიტუტში პროფესორის სტატუსით 12 წელი მოღვაწეობდა
რუმინეთის პატრიარქი დანიელი. დღემდე ამ ინსტიტუტის დირექტორი მართმადიდებელი მღვდელია… (ეს ისე წარმოდგენა რომ შეგვექმნას რაზეა საუბარი).

დღეს საღამოს რომიდან ჩამოვფრინდი. ვიცოდი ამ ვახშმის შესახებ და ვჩქარობდი, რომ პატრიარქებისგან კურთხევის გამოთხოვის შესაძლებლობა მომცემოდა. უცაბედად სიტუაცია შეიცვალა და 6 მართმადიდებელი სტუდენტი ვახშამზე მიგვიწვიეს. გამიხარდა. შემოსასვლელთან ვიდექით, მოსულ პატრიარქებსა და მღვდელმთავრებს ვესალმებოდით…

ასე ჩაიარა ყველამ, მაგრამ ნაცნობი სახეები არსაც ჩანდნენ. ანუ საქართველოს ეკლესიას არავინ წარმოადგენდა. არც არავინ იცოდა მათგან პასუხი…

დავსხედით, ვივახშმეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პატრიარქი ბართლომე, როგორც ყოველთვის, თავისი გულმოწყალებით ახლაც გამოირჩეოდა. ყველა დეტალს არ მოვყვები, და არ შევაფასებ დღევანდელ საღამოს.

პ.ს. ხო მართლა, რუსეთის პატრიარქიც არ მოვიდა. ანუ ყველა იყო საქართველოს და რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლების გარდა.

უფალო, იესო ქრისტე, შენ გადაგვარჩინე!”.

(c) ირაკლი ჯინჯოლავა
ambebi.ge

Comments
Loading...