ყველა მინისტრს უფლებამოსილება შეუწყდება
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობას დატოვებს, ავტომატურად უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდება.
აღნიშნულს საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტის წევრები მინისტრის მოვალეობის შემსრულებლები გახდებიან, _ კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი.
მისივე თქმით, კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომის შემდეგ, უკვე საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად უნდა იმსჯელოს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის შესახებ და არაუგვიანეს 7 დღის ვადისა, უნდა დაასახელოს კანდიდატი.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს სამთავრობო პროგრამასთან ერთად.