“ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აკონტროლოს და დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე”

პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის სტივ უორენმა განაცხადა, რომ თურქეთის საჰაერო ძალებმა რუსული ბომბდამშენი საკუთარი საჰაერო სივრცის სუვირენიტეტის დაცვის დროს ჩამოაგდო

მისივე თქმით, თურქეთის ხელისუფლებამ ვაშინგტონს აცნობა, რომ თურქული თვითმფრინავები სახელმწიფო საზღვარს ამოწმებდნენ, როდესაც ორი რუსული ბომბდამშენი შენიშნეს და რამდენჯერმე გააფრთხილეს პილოტები, თუმცა მათ არ უპასუხეს, რის შემდეგაც ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

პენტაგონის კიდევ ერთი ოფიციალური წარმომადგენლის მიშელ ბალდანსის განცხადებით, თურქეთმა რუსული თვითმფრინავმა საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვის დროს ჩამოაგდო და არა როგორც “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში კოალიციის პარტნიორმა.

“თურქეთი კოალიციის ნაწილია, თუმცა ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აკონტროლოს და დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე”, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

Comments
Loading...