ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს, რომ მიხეილ თათარიშვილი უდანაშაულოა – ანა მარგველაშვილი

ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს, რომ მიხეილ თათარიშვილი უდანაშაულოა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილმა ანა მარგველაშვილმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,, პროცესზე ბრალდების მხარეს მისი მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის ბრალეულობის არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

“დღეს მიმდინარეობს მიხეილ თათარიშვილის პროცესი. ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს, რომ მიხეილ თათარიშვილი უდანაშაულოა და გვჯერა, რომ ამას დავამტკიცებთ. იმედი გვაქვს მოსამართლის კეთილსინდისიერების”, – განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის სიძის მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის პროცესი მიმდინარეობს.

Comments
Loading...