“ყველანი მიყვარხართ! ახალ წელს გილოცავთ! “- ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

გუშინ საგურამოში ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” საახალწლო შეხვედრა შედგა.

როგორც უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეს იყო კორპორატიული წვეულება, რომლის თამადა თემურ ჭკუასელი იყო.

საღამოს ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. ასევე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ის განაცხადა, რომ შეკრების მიზეზი იყო ახალი წელი.

“ყველანი მიყვარხართ! ახალ წელს გილოცავთ! “- ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.