„ყველაფერი უკეთესობისკენ იქნება,”- გიორგი ვოლსკი პრემიერის შესაძლო გადაგომაზე საუბრობს

ამ დროისთვის დეპუტატები მთავრობის ადმინისტრაციიდან ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე ინფორმაციის დაზუსტებას ელოდებიან. უმრავლესობას არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია თუ რას განაცხადებს ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილი.

უმრავლესობაში ღარიბაშვილის კვალიფიკაციას უსვამენ ხაზს. მათი თქმით, ეს გამოცდილება ნებისმიერი ტიპის საქმიანობაში გამოადგება.

„ყველაფერი უკეთესობისკენ იქნება წინააღმდეგი ვარ, რომ რაიმე უარყოფითი შეფასების საფუძველზე მოხდეს სამთავრობო ცვლილება. ირაკლი ღრაიბაშვილი ჩვენი პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი და კოალიციის წარმატებული ლიდერი იყო,“- განაცადა გიორგი ვოლსკიმ.

თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ პრემიერის შესაძლო გადადგომა შეიძლება პარტიულ საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული და არა რაიმე უკმაყოფილებასთან.

“ბატონ ირაკლიზე წარსულში არ ვილაპარაკებ, ის არის პრემიერი, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მაინც იქნება, ასეა გაწერილი რეგლამენტით. ის არის წარმატებული პრემიერი, შეიძლება იყო პატარა ხარვეზები, მაგრამ ამისგან დაზღვეული არავინაა,“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ავტორი:ანა წერეთელი

Comments
Loading...