,,ყველაფერს თავისი ფორმა აქვს… მიდით ქალბატონ შორენასთან და მასთან აიღეთ ინტერვიუ“ – მეუფე ანტონი
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლოტმა მეუფე ანტონმა წმინდა სინოდის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გაცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით კითხვებით პირადად მას უნდა მიმართონ.
მეტროპოლიტი ანტონი წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომასას შეეხო და აღნიშნა, რომ „ყველაფერს თავისი ფორმა აქვს“.
„მესმის თქვენი დაინტერესება და სავსებით სწორიცაა მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა. ეკლესია ასწავლის მოთმინებას ადამიანს. მესმის ჟურნალისტების იურიდიული ჩახლართული კითხვები, მაგრამ აქ შეკითხხვაზე 11-ჯერ გიპასუხებთ- მოითმინეთ, გაიგეთ და მერე იმსჯელეთ. პატრიარქისა და საპატრიარქოს პოზიციას ყოველთვის ვეთანხმები. აზრზთა სხვადასხვაობა ნამდვილად შეიძლება გვქონდეს მაგრამ კრებითობა არის ის, რომ ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ. რატომ მიხსენებთ ქალბატონ შორენას, მიდით მასთან და პირადად მისგან აიღეთ ინტერვიუ“- განაცხადა მეტროპოლიტმა ანტონმა.