ყველას ვინც მიიჩნევთ, რომ რუსეთი ოკუპანტია გიწვევთ კანცელარიის წინ

“ხშირად მეკითხებიან: რა გავაკეთოთ? როგორ ვიმოქმედოთ? მოდით ერთად გადავდგათ პირველი ნაბიჯი! ყველას ვინც მიიჩნევთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, ყველას ვინც ფიქრობთ, რომ ოკუპანტთან თანამშრომლობა დანაშაულია, ყველას ვინც ირჩევთ ევროპულ მომავალს, განვითარებასა და პროგრესს, საზოგადოება “ივერია” საზოგადოება “დაბრუნებასთან” ერთად გიწვევთ 13 აპრილს, კანცელარიის წინ – ერთად ვუთხრათ არა კოლაბორაციონიზმს!

ერთად მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას საქართველოს მოქალაქეების უფლებები და რუსეთის ხელშემწყობთა წინააღმდეგ იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის მიერ მინიჭებული უფლებების ფარგლებში.

აქცია არ არის ორგანიზებული პოლიტიკური მოძრაობის მიერ, შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა თქვენს პოლიტიკურ სიმპათიებს. მნიშვნელოვანია მხოლოდ სახელმწიფოებრივი აზროვნება და ჩვენი შვილებისთვის ევროპული მომავალისკენ სწრაფვა,” –აცხადებს ვაშაძე.

Comments
Loading...