ყველაზე მაღალი და დაბალი საშუალო ხელფასი საქართველოში

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2014 წლის მონაცემებით 818 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, 1998 წელს ეს მონაცემი 56 ლარს არ აღემატებოდა. წლების განმავლობაში დასაქმებულთა ანაზღაურება პერმანენტულად იზრდებოდა. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ საკითხში ყველზე დიდი ცვლილება 2007-დან 2008 წლამდე პერიოდში განხორციელდა და დასაქმებულთა ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 166 ერთეულით – 368 ლარიდან 534 ლარამდე გაიზარდა.

საქმიანობის სახეების მიხედვით, გასული წლის ყველაზე მაღალი ანაზღაურება საფინანსო სექტორშია – 1 590 ლარი, მეორე ადგილს სახელმწიფო მმართველობა იკავებს – 1232 ლარი, სამეულში 1039 ლარით შედის სამშენებლო სფერო. აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, ყველაზე დაბალი, საშუალო თვიური ანაზღაურება განათლებაში ფიქსირდება და ის ამ ეტაპზე 456 ლარს შეადგენს. 477 ლარია სასტუმროებისა და რესტორნების ქსელში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი, ხოლო თევზჭერის სექტორსა და სოფლის მეურნეობაში აღნიშნული მონაცემი 503-504 ლარს არ აღემატება.

Leave A Reply

Your email address will not be published.