ყველაზე სასტიკი გრიპი მსოფლიოში, რომლითაც 100 მილიონი ადამიანი დაიღუპა – დაუჯერებელი ისტორია

“ისპანკა” – ესპანური გრიპი, ასე ერქვა ვირუსის სახეობას, რომელმაც 1918-1920 წლებში გადაუარა მსოფლიოს და 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღემდე არსებულ ვირუსებს შორის ისპანკა ყველაზე დაუნდობელი აღმოჩნდა მსოფლიოს წინაშე.

ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად დაიწყო 1918 წლის შემოდგომის მიწურულს ესპანეთში რამდენიმე ადამიანს გრიპის შედარებით მცირე ფორმა განუვითარდა. მალე ავადმყოფთა რიცხვი გაიზარდა და ქვეყანაში პირველი გარდაცვლილთა გვარებიც გაირკვა. მათი დიდი ნაწილი ქალები და ბავშვები იყვნენ, რომლებიც გართულებული ფილტვების ანთებით, მენინგოენცეფალიტითა და ტვინის შეშუპებით იღუპებოდნენ.

ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, განსაკუთრებულად მკაცრად აკონტროლებდნენ საზღვრებს, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა, ვირუსი მეზობელ ქვეყნებსაც მოედო. მოსახლეობა ძირითადად პირბადეებით დადიოდა, მიირთმევდნენ დიდი რაოდენობით ხახვსა და ნიორს, დაავადებულთა ჭურჭლისა და ტანსაცმლის დეზინფექცია აუცილებელ ნორმად იქცა, მაგრამ ვირუსმა ორ წელიწადში დედამიწის მოსახლეობის 70% დაავადა.

საზარელი ვირუსი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ქალებს ერეოდა, განსაკუთრებით მათ, ვისაც სუსტი იმუნიტეტი ჰქონდათ და დეპრესიაში იყვნენ.
ისპანკით იღუპებოდნენ ფაბრიკა-ქარხნების მუშები, რომლებიც დღეში 10-12 საათს მუშაობდნენ.

მეცნიერების აზრით, გრიპის მორიგი პანდემია გარდაუვალია, მაგრამ როდის ზუსტად არავინ იცის.

Leave A Reply

Your email address will not be published.