„ყველაზე უვიცი ადამიანი ხარ, ვინც ამ დარბაზში ზის“ – ბესელია-ბოკუჩავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასა და ოპოზიციონერ დეპუტატ თინათინ ბოკუჩავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, სადაც ფარულ-მოსმენა მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ, ბესელიას გაღიზიანება ბოკუჩავას რეპლიკამ გამოიწვია.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სხდომათა დარბაზში ეკა ბესელიას გამოსვლა უტიფრობად შეაფასა.

„თქვენ ცხადად ხართ ჩამოთვლილი, როგორც კანონპროექტის ინიციატორი და ძალიან მიკვირს, რომ ამას უარყოფთ, მაგრამ არ უნდა გამიკვირდეს იმიტომ, რომ თვალში ნაცარს აყრით მთელ საზოგადოებას, როცა ატყუებთ, რომ ამ უწყებით რაიმეს ცვლით. რეალურად კი, არაფერი იცვლება. არ შემეძლო თქვენი უტიფარობა უპასუხოდ დამეტოვა“, – მიმართა ბოკუჩავამ ბესელიას.

უმრავლესობის წევრმა კი საპასუხოდ, უმცირესობის წევრს უვიცი უწოდა.

„უტიფარიც ხარ და უვიციც, ყველაფერთან ერთად. ყველაზე უვიცი ადამიანი ხარ, ვინც ამ დარბაზში ზის“, – მიმართა ბესელიამ ბოკუჩავას.

Comments
Loading...