ქიბარ ხალვაში: ხელისუფლება არცერთ მედიასაშუალებას არ აკონტროლებს!


ქიბარ ხალვაშის განცხადებით, საქართველოში დღეს მედია ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალია. ბიზნესმენი ამბობს, რომ მედიაბიზნესი მისთვის საინტერესო სფეროა.

„ადამიანი ყოველთვის რაღაცაზე ფიქრობს და თუ ხელისუფლების მხრიდან ჩარევას ადგილი არ ექნება, ეს ბიზნესი საინტერესოა და მე მას განვავითარებ. ჩემი აზრით, ხელისუფლება არცერთ მედიასაშუალებას არ აკონტროლებს. ეს კარგია. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ უკანონოდ არავინ ჩაერევა ჩემს საქმიანობაში. ასეთ შემთხვევაში კი, გაცილებით ადვილია, ეს ბიზნესი მართლაც ბიზნესად იქცეს და ჩემი ჩანაფიქრი, რომელიც 2004-2005 წლებში მქონდა, სისრულეში მოვიყვანო.

ვთვლი, რომ მედიასაშუალება, მით უფრო ტელევიზია, ერთ კაცს არ უნდა ეკუთვნოდეს და ასე მარტივად გასხვისება არ უნდა ხდებოდეს. ალბათ, რაღაც რეგულაცია უნდა არსებობდეს, რომ მედიასაშუალების ერთი ადამიანის ხელში ჩაგდებას ხელი შეეშალოს. შესაძლებელია, თანამშრომლებიც დავაინტერესოთ, მედიასაშუალება კომერციულად გამართულ სტრუქტურად თუ ჩამოყალიბდება, მათი შემოსავალიც გაიზრდება”, – განაცხადა ბიზნესმენმა და აღნიშნა, რომ ის თანამშრომლებზე აქციების გაცემასაც არ გამორიცხავს.

წყარო: გაზეთი „ვერსია”

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)

Leave A Reply

Your email address will not be published.