ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს: გვარამიას ნათქვამს ყურადღებას ნუ მიაქცევთ

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

როგორც ხალვაში აღნიშნავს, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, როდის მივა ტელევიზიაში.

იგი მიმართავს „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს, რომ სურვილის შემთხვევაში, ყველას შეეძლება მუშაობის გაგრძელება.

„9 წელი არხს ემსახურებოდით, გვარამიას ნათქვამს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ვისაც ჩვენთან ერთად მუშაობის სურვილი ექნება, ყველა გააგრძელებს არხზე მუშაობას“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა „ქრონიკასთან“ საუბარში.

Comments
Loading...