ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 40 წლის ქალი სავარაუდოდ, დეიდაშვილის შვილმა გააუპატიურა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 40 წლის ქალი, სავარაუდოდ, დეიდაშვილის შვილმა გააუპატიურა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციაში შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, რაც ოჯახის ახლობლებმა 26 წლის მამაკაცს ქალის ცოლად შერთვა კატეგორიულად მოსთხოვეს.

როგორც „ინფო 9“ -ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციაში განცხადება 9 თებერვალს შევიდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

Comments
Loading...