ქობულეთში 13 წლის მოზარდი დაჭრეს

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე 13 წლის ბიჭი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 13 წლის მოზარდს ბარძაყის არეში არტერია აქვს დაზიანებული. მოზარდს ამ დროისთვის ქობულეთის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. როგორც „ინფო9“-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხეულის გაზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.