ქოლერას იემენში 25 ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, იემენში ქოლერას 1 კვირის განმავლობაში 25 ადამიანი ემსხვერპლა.

მომაკვდინებელი დაავადებით, 27 აპრილის მონაცემებით,  1360 შემთხვევა დაფიქსირდა  იემენში.

აღნიშნული დაავადების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ექიმები იემენში მიმდინარე ომს ასახელებენ.

როგორც ცნობილია, ქოლერა ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

Comments
Loading...