ქორწინება ზეციურ ზღვარზე, მარიამის თეთრი საქორწილო კაბა, მისთვის სასასუფევლო სამოსი გახდა .

ნელიკო სარაჯიშვილი ახალგაზრდა ქართველი ბლოგერია, რომლის გვერდიც საკმაოდ პოპულარული გახდა, რადგანაც გულწრფელობით,სიყვარულითა და საინტერესო ისტორიებით სავსეა,იგი არ ერიდება საზოგადოებისთვის საკუთარი ცხოვრების გაცნობას და ადამიანებს აძლევს მაგალითს, თუ როგორ უნდა იბრძოლო შეზღუდული გარემოებების წინააღმდეგ, რადგანაც მას თვითონ აქვს ფიზიკური შეზღუდვის დროებითი პრობლემა. mpress.ge გვთავაზობთ ნელიკოს ბლოგის ერთ ისტორიას, რომელმაც საზოგადოება ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე დააფიქრა.

“არ ვაპირებდი ამ თემაზე დაწერას, ზედმეტად მტკივნეულია ჩემთვის ამაზე ფიქრიც კი, მაგრამ დღეს რატომღაც ამ გაუგონარი ტრაგედიიდან ორი წლის თავზე, შევეცდები გადმოვცე იმ ტკივილის თუნდაც ნაწილი, რომელსაც ამდენი ხანია ჯიუტად გაუბივარ.
ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, თუმცა ეხლა რომ ვუფიქრდები ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი და რაღაც მხრივ გადამწყვეტიც. ჩემი დის ნათლიამ (აწ უკვე მორჩილმა) დავითმა მოიყვანა თავისი საცოლე, მარიამი რათა ჩვენთვის გაეცნო. ჩემს სახლში სულ სტუმრიანობაა, ამიტომ ზოგჯერ ოთახიდანაც არ გამოვდივარ ხოლმე, მაგრამ ამჯერად ჩემდა გასაკვირად ამ ახალ გაცნობილ გოგოსთან, რაღაც სხვა სულიერი სიახლოვე ვიგძენი. ეხლა ვხვდები, მაგრამ მაშინ ძალიან მიკვირდა თითქოს შეძლო ჩემი ფიქრები და განცდები ამოიკითხა, შეგრძნება მქონდა, რომ ძალიან დიდი ხანი ვიცნობდი. მაშინ პროფესიულ განხრას ვირჩევდი და ძირითადად ორ პროფესიას შორის ვერაფრით ვაკეთებდი არჩევანს, ეს იყო PR, ან ფსიქოლოგია .როცა მარიამს ეს ვუთხარ მითხრა, რომ უსათუოდ PR უნდა ამერჩია, რადგან ზუსტად იცოდა, რომ ეს ძალიან მაგრად გამომივიდოდა და დიდ წარმატებასაც მომიტანდა. ამ დროს ფსიქოლოგიის კუსებზე ვსწავლობდი და და ვერც წარმომედგინა რატომ უნდა ამერჩია PR , მასაც გავუზიარე ეს ეჭვი. ვუთხარი რომ ფსიქოლოგიისკენ უფრო ვიხდებოდი. მან მითხრა რომ მაინც პიარში ვიპოვიდი საკუთარ თავს საბოლოოდ და ამაში თვითონაც დამეხმარებოდა. დიდად არ ვიუარე.

გადიოდა დრო, მარიამმა გარშემო ყველას ცხოვრებაზე იქონია დადებითი გავლენა და განსაკუთრებით დავითზე .უსაზღვროდ შეყვარებულები და ბედნიერები იყვნენ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზეცაში სხვანაირად იყო გადაწყვეტილი. ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ. ამ შესაშურად ლამაზ წყვილს გარშემო ყველა აღფრთოვანებით უყურებდა .ზოგს შურდა ზოგს უხაროდა. დავითი ძალიან ლამაზ ლექსებს უძღვნიდა მარიამს ,რომელიც შემგომში მისი პოეტად ჩამოყალიბების მიზეზი გახდა. ის მანამდეც წერდა ლექსებს, თუმცა მარიამის ოცნება იყო რომ დავითი ცნობილი პოეტი გამხდარიყო და ამაში ყველანაირად უწყობდა ხელს. დავითმა მარიამის სახით იპოვა ცხოვრების სიყვარული, მუზა, მეგობარი და ადამიანი, რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრი უნდა გამხადრიყო.
ლოგიკურად როგორც ყველა ლამაზ სიყვარულის ისტორიას შეეფერება. ესეც ქორწინებით და ბედნიერი ოჯახით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მარიამის ზეციური მისია ამით მხოლოდ დაიწყო. დაიგემა ქორწილი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ტრადიციული, ქართული, ლამაზი ქორწილი. წყვილი განსაკუთრებით ემზადებოდა და ელოდა უფლის კურთხევას, მაგრამ რაც განსაკუთრებით უცნაური იყო, მარიამი ძალიან ჩქარობდა, თითქოს სულ სადღაც ეჩქარებოდა, ცდილობდა ყველაფერი მოესწრო. ჩვენ ამას წინა საქორწილო ნერვიულობას ვაბრალებდით. როგორც ჩანს ასე არ იყო. პატარძალი ეძებდა განსაკუთრებულ კაბას, ყველა დეტალს აქცევდა ყურადღებას. უნდოდა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. რეალურად ის ახალი ცხოვრების დასაწყისის მაგივრად დასასრულითვის ემზადებოდა. ქორწილის ოფიციალური თარიღი 17 ნოემბერი. 16 ნოებერს საღამოს, ქორწილამდე ერთი დღით ადრე ,მარიამი და დავითი მოვიდნენ ჩვენთან. იმ დღეს მარიამი ძალიან უცნაურად აფორიაქებული მეჩვენა, უსაზღვროდ ბედნიერი იყო, მაგრამ თითქოს რაღაც აწუხებდა. აღელვებული იყო სულ საათს უყურებდა და ამბობდა, რომ ეჩქარებოდა. უნდოდა ყველაფერი მოესწრო. ამაში თითქოს უნაური არაფერი იყო, მაგრამ მაინც ავნერვიულდი, თუმცა მალევე ამოვიგდე თავიდან უაზრო ფიქრები.მე ქორწილში ვერ ვახერხებდი წასვლას მაღაალი ტემპერატურის გამო, ამიტომ მარიამმა კაბა და ჩაცმულობის დეტალები წინასწარ მაჩვენა და დამპირდა რომ საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნებული მნახავდა…… ყველაფერს დაწვრილებით მომიყვებოდა, რაც გამოვტოვე და ასევე PRთან დაკავშირებულ მასალებაც მომცემდა. ჩვეულებრივ გამოვემშვიდობე. წავიდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს სამუდამო გამომშვიდობება იყო. იმ ღამეს ცის კარი გაიღო თურმე, მისთვის და ზეციური ბილიკის დასაწყისამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა. ქორწილმა საუცხოოდ ჩაიარა. ჩოხაში შემოსილი სიძე, ულამაზესი პატარძალი. ყველაფერმა აბსოლუტურად ყველა წესის დაცვით ჩაიარა. მხოლოდ ერთი რამ იყო საკვირველი, რომ თავად პატარძალი საკმაოდ უნაურად იქცეოდა, თითქოს მხოლოდ სანახევროდ იყო ჩვენს გვერდით. ულამაზეს თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგონა ,თურმე ანგელოზებს გაემზადებინათ უფლისთვის წარსადგენად. მოგვიანებით საქორწინო სურათების დათვალიერებისას აღმოვაჩინეთ, ცაზე გამოსახული თეთრად შემოსილი ანგელოზი. იმ დღეს ბევრი თვალით უხილავი რამ მიანიშნებდა ამ ყველაფრის ზეციურ თუ ტრაგიკულ დასასრულს!!!

მეორე დღეს დედაჩემის უჩვეულო კივილმა დამანახა საზარელი რეალობა პირისპირ ბედნიერი და სანატრელი ერთობლივი გზის, მაგიერ დავითმა მარიამი ზეცაში გააცილა. გარდაცვალების მიზეზი დღემდე ამოუცნობია. მარიამის თეთრი საქორწილო კაბა, მისთვის სასასუფევლო სამოსი გახდა !!! მისი გასვლით, თითოეული ჩვენგანის ცხოვრება ახლებურად განსაზღვრა. დავითი ახლა მორჩილია .მას უმძიმესი და აუტანელი ტკივილით სავსე ცხოვრება ერგო. მისი სასიყვარულო ლექსებში ახლა მონატრება და მეუღლესთან ყოფნის უსაზღვრო სურვილი ჩანს. ამქვეყნიური ქორწილი ზეცაში გაგრძელდება!!!! ისტორია დავასრულე. გამოუთქმელი სიტყვები მახრჩობს. კლავიატურას ეცემა ურჩი ცრემლები.” ქორწინება ზეციურ ზღვარზეწერს ნელიკო სარაჯიშვილი

Leave A Reply

Your email address will not be published.