ქრისტიანი-მებრძოლები უძველესი ქრისტიანული ქალაქის სადადის დასაცავად ემზადებიან

ასობით ქრისტიანი-მებრძოლი, მთელი სიირიდან მონაწილეობას იღებს უძველესი ქრისტიანული ქალაქ – სადადის დაცვაში. ის მდებარეობს ომით განადგურებული ქალაქ ხომსის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
„ისლამური სახელწმიფოს“ ჯიჰადისტებს დაკავებული აქვთ ქალაქი მახინი, რომელიც სადადისგან 4 მილით არის დაშორებული და გეგმავენ სადადზე თავდასხმასაც.
სადადი (ცედადი) არის თავისი მნიშვნელობით მსოფლიო კულტურის უნიკალური ძეგლი, რომლის ისტორიასაც მივყავართ ძვ.წ.აღ._ის მეორე ათასწლეულში. ის არაერთხელ არის ნახსენები ბიბლიაში (რიცხ. 34.8[1] ეზ. 47.15[2],), მისი მიწა კი გახდა უკანასკნელი თავშესაფარი უდიდესი არაბი პოეტის აბუ ფირას ალ-ჰამადანისთვის.
ეს ქრისტიანული დასახლება ომის დროს გახდა სტრატეგიული პუნქტი, რამდენადაც დამასკოს და ხომსის შემაერთებელი გზის პირას მდებარეობს.
ამ ომის სისხლიანმა მოვლენებმა სადადს გვერდი ვერ აუქციეს – 2013 წელს, მას შემდეგ რაც სამთავრობო ძალებმა გაანთავისუფლეს ქალაქი, იქ აღმოაჩინეს უამრავი მოკლული ქრისტიანის საფლავი.

Leave A Reply

Your email address will not be published.