ქრთამის აღების ფაქტზე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დააკავეს

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ცობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რ. ფ.-მ შუახევის რაიონში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰა მიწის ნაკვეთის კანონიერი პროცედურების გავლის გარეშე სარგებლობაში გადაცემისა და მფარველობის გაწევის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარი.

რომან ფუტკარაძემ მოქალაქისაგან სრულად აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა, რა დროსაც იგი დააკავეს.

გამოძიება ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

Leave A Reply

Your email address will not be published.