ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, კრწანისისა და დიდუბის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, კრწანისისა და დიდუბის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა 10:00-დან 18:00 საათამდე გორგასლის ქუჩას შეეხება.

შუქი 10:00-დან 16:00 საათამდე ბელიაშვილის ქუჩას გაეთიშება.

აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

Comments
Loading...