ქუმსიშვილის თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით დადებითი ტენდენციები შეინიშნება

ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით პირადად აქვს ყოველდღიური კონტაქტი, როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე, ფინანსთა სამინისტროსთან.

როგორც ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მაკროეკონომიკაში რაც იყო პარამეტრები, ის შესწორება ახლა მოხდა და სხვა ცვლილებას მთავრობა არ ელოდება.

„ლარის კურსი, თუ არ ვცდები 2.46 და რაღაცაზეა ჩამოსული. აქედან გამომდინარე, აქ აშკარად დადებითი ტენდენცია გვაქვს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პირადად, ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე, ფინანსთა სამინისტროსთან. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, ყველა შტოს, ვინც ამაში ვიღებთ მონაწილეობას, მეტად თუ ნაკლებად, ჰქონდეს სინქრონიზირებული ქმედებები. ძალიან მნიშვნელოვანია შეგრძნებები და აღქმები და ამ მიმართულებით, კვლავ ვამბობთ, რომ მაკროეკონომიკაში რაც იყო პარამეტრები, ის შესწორება ახლა მოხდა და ჩვენ მეტს არ ველოდებით“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

Comments
Loading...