ქუთაისელმა ზვიად პატარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა

ქუთაისელმა სპორტსმენმა ზვიად პატარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. პატარიძე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეა, ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის ავსტრიაში გაიმართა.
ქუთაისელი სპორტსმენი 120 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
პირველობა მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციის (UWW) ეგიდით ავსტრიის ქალაქ გიოტცში 27-28 თებერვალს გაიმართა, სადაც 14 ქვეყნის ნაკრებმა პირველი შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ნაკრებმა 8 წონითი კატეგორიაში 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, ხოლო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ზვიად პატარიძე 2015 წელს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დასახელდა.

Comments
Loading...