ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზა ხუთი დღით დაიკეტება

E-60 ჩქაროსნული გზატკეცილის ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 8 ნოემბრის 23:00 საათიდან, 14 ნოემბრის 08:00 საათამდე, ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზა დროებით დაიკეტება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული უკავშირდება ბოლო ეტაპის გეგმიური სამუშაოების შესრულებას.
მათივე ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძველ მიმართულებაზე ქალაქ ქუთაისის გავლით.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის რეგულირება განხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული დროებითი მოძრაობის სქემის შესაბამისად

Leave A Reply

Your email address will not be published.