ქუთაისში, ერთ-ერთი სასაფლაოს შესასვლელთან მერლინ მონროს პორტრეტია გამოკრული

ქუთაისი პოსტის ინფორმაციით, ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოს შესასვლელთან, ადმინისტრაციის შენობის კედელზე, მერლინ მონროს ფოტო ნიმუშად არის გამოკრული, იმის საჩვენებლად, თუ როგორი პორტრეტები მზადდება გარდაცვლილთა საფლავებისთვის.

ქუთაისი პოსტთან საუბრისას, ერთ-ერთი ადგილობრივი ჰყვება იმასაც, რომ ადრე მონროს სურათის ადგილზე, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ფოტოები იყო გაკრული:

“ცოცხლები არიან და უხერხულია, ამიტომ მონროთი ჩავანაცვლეთ, მაინც მკვდარია”.

on.ge
Comments
Loading...