ეგვიპტური ინვესტიციით ქუთაისში მანქანა-დანადგარების ფილტრების წარმოება იწყება.
საწარმო ჩინური „ჰუალინგის“ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაიწყებს ოპერირებას.
როგორც თიზ-ის ხელმძღვანელი სოსო ნიბლაძე აცხადებს, ქარხანა წარმოებას მარტიდან დაიწყებს. მანამდე კი ადგილზე სპეციალური დანადგარები დამონტაჟდება.
პროექტში ინვესტიციის სახით ნახევარი მილიონიდან მილიონ დოლარამდე ჩაიდება.
geopressnews.ge