ქუთაისში, ქუჩაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა. ცხედარი ამავე ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა დილით, სახლიდან გამოსვლის შემდეგ აღმოაჩინეს.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამ დროისათვის, მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ასევე, უცნობია გარდაცვლილის ვინაობაც.

Comments
Loading...