ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი, შესაძლოა, არ აშენდეს? [VIDEO]

აშენდება თუ არა ქუთაისთან ახლოს საუნივერსიტეტო ქალაქი, საკითხი ჯერჯერობით ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის. როგორც “ნიუპრესს” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, აშენდება თუ არა საუნივერსიტეტო ქალაქი აღნიშნულ ტერიტორიაზე. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე დეკემბრის ბოლოს კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.

“ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, აშენდება, თუ არა საუნივერსიტეტო ქალაქი. მშენებლობა თვის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჯერჯერობით გეგმაც კი არ არსებობს. როგორც ვიცი, აღნიშნულ საკითხს დეკემბრის ბოლოს კიდევ ერთხელ განიხილავენ”,-განაცხადა “ნიუპრესის” წყარომ.

“ნიუპრესმა” აღნიშნულ საკითხზე კითხვით მიმართა ფონდის “ქართუ” წარმომადგენლობას, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

ინფორმაციას უარყოფს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი. მისი თქმით, ამ დროისათვის მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.

“ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები”,-აცხადებს დავით დვალი.

ნიუპრესმა აღნიშნულ საკითხზე კითხვით მიმართა ფონდის “ქართუ” წარმომადგენლობას თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯერჯერობით სამუშაოები არ დაწყებულა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ არჩევნების შემდეგ ადგილზე არავინ გამოჩენილა, მანამდე მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

წყარო: newpress.ge

Comments
Loading...