“რ2”-ის ფინანსური მკვლელობა- გვარამიას თქმით კომპანია საგადასახადო ვალდებულებებს ვეღარ ასრულებს

“რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. ნიკა გვარამიას თქმით წელწადნახევარია რაც რ2-სა და ტვ საქართველოს ქონებას ადევს ყადაღა და ტელეკომპანიას შეზღუდული აქვს ფინანსური შესაძლებლობები. ტელეკომპანიის დირექტორმა იმ პრობლემებზე ისაუბრა რასაც აღნიშნული ყადაღა უქმნის კომპანიას, მისი თქმით რ2 ახერხებს, რომ კომპანიაში არ დადგეს ხელფასის გაცემის პრობლემა, თუმცა პრობლემები ექმნება კრედიტორებთან დაკავშირებით და უგვიანდება აღებული ვალდებულებების შესრულება. გვარამიას განცხადებით ახლა ტელეკომპანიაში დადგა ეტაპი, როდესაც იძულებულები არიან დააგვიანონ საგადასახადო ვალდებულებების აღსრულება.

„უკვე ერთი თვეა, რაც რუსთავი 2-მა ვერ შეძლო დეკლარირებული გადასახადის სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხვა. საგადასახადო სამსახურმა გვადროვა ერთი თვე და მადლობა მას რომ ჩვენს სიტუაციას გაგებით მოეკიდა. უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ამ სიტუაციაში სახელმწიფოს წინაშე ჩვენი ვალდებულებების შეუსრულებლობა მთლიანად არის გამოწვეული სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით, ეს იმ ბრძოლის ბრალია, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს ქართული სახელმწიფო და რაშიც ჩართულია სამწუხაროდ სასამართლოც.

ჩვენ ვახერხებთ შიდა ვალდებულებების გასტუმრებას მაგრამ გვაქვს პრობლემები გარე ვალდებულებების შესრულებასთან. აუცილებლად დავდგებით იმ პროცესების წინაშე, რომ ჩვენ შიდა ვალდეულებების გასტუმების პრობლემაც შეგვექმნება, იმდენად რამდენადაც ჩვენ ვფუნქციონირებთ, როგორც ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრე.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ ხელისუფლებას და სასამართლოს მოუწოდა, რომ “რუსთავი2”-ის საქმე ობიექტურად გადაწყდეს, დავის დასრულებამდე კი წინმსწრებად მოეხსნას ყადაღა კომპანიის ქონებას. გვარამიამ საგადასახადო სამსახურსაც მიმართა და მოუწოდა, რომ დავალიანების გამო არ დაადოს რ2-ს საინკასო დავალება, რადგან ეს კომპანიის მკვლელობა იქნება:

“ჩვენ როგორც ჩანს ვერ შევასრულებთ ჩვენ საგადასახადო ვალდებულებებს ვიდრე ეს დავა არ მორჩება, ან მანამდე წინმსწრებად ჩვენს ქონებას არ მოეხსნება ყადაღა. ჩვენი საკუთრებასა და ანგარიშებზე საინკასო დავალების დადება საგადასახადო სამსახურის მხრიდან იქნება ჩვენი ფინანსური მკვლელობა. ახლა საგადასახადო სამსახურის გადასაწყვეტია მისი დისკრეციის ფარგლებში უარს იტყვის საინკასო დავალებაზე თუ პირდაპირ მოკლავს რუსთავი 2-ს ფინანსურად და შეუძლებელს გახდის ჩვენს ოპერირებას. ჩვენი ეთერი ჯადოსნური სარკე კი არაა თავისით კი არ აჩვენებს, აქ ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ხელფასს იღებენ თავის მაღალკვალიფიციურ საქმიანობაში. მე როგორც მენეჯერი ვერავის უხელფასოდ ვერ ვამუშავებ. რუსთავი 2-ს უბრალოდ ეთერი გაეთიშება. ჩვენ აქ ჩემოდნებით და ქეშით არ დავდოვართ, როგორ ქიბარ ხალვაში ამტკიცებს, რომ მის დროს ასე ხდებოდა. აქამდე არცერთი თეთრი საბიუჯეტო დავალიანება არ გვქონია.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

newposts.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.